მარიუპოლის მერის მოადგილე სერგი ორლოვი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად რუსეთის მხრიდან თავდასხმები გრძელდება.
“რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას. ეს სიგიჟეა. არავითარი ცეცხლის შეწყვეტა არ ხდება მარიუპოლში. ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეები მზად არიან გაქცევისთვის, მაგრამ მათ არ შეუძლიათ გაქცევა დაბომბვის გამო”, – აცხადებს მერის მოადგილე.