აშშ-ს ელჩი საქართველოში სანქცირებული მოსამართლეების საქმიანობასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის ჩავარდნით იმედგაცრუებულია. ამის შესახენ მან “ბათუმელებთან” ინტერვიუში ისაუბრა.
კელი დეგნანის თქმით, “ოცნების” ბოიკოტი გულდასაწყვეტია, რადგან საქართველო დამოუკიდებელ მართლსამჯულებას იმსახურებს.
გულდასაწყვეტია მორიგ ჯერზე პარლამენტის ბოიკოტის ნახვა და მისი გამოყენება იმისთვის, რომ დეპუტატებს არ ჰქონდეთ საშუალება, თავიანთი სამუშაო შეასრულონ… ვფიქრობ, უკეთესი კითხვაა, რატომ არ იყო გამოძიება ამ ბრალდებებზე. ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან საქართველო იმსახურებს ჭეშმარიტად დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას, – თქვა აშშ-ს ელჩმა.
აშშ-ს ელჩი პირდაპირ ამბობს, რომ ამერიკა დასაქნცირეული მოსამართლეების კორუფციულ საქმიანობაში აბსოლუტურად დარწმუნებულია, “ოცნება” კი მათ ხელს მიზანმიმართულად აფარებს.
ხელისუფლება მიზანმიმართულად და დემონსტრაციულად ხელს უშლის საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელიც შეისწავლის სასამართლო სისტემაში კორუფციას. მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით თქვენ აღნიშნეთ, რომ „არავითარ შეცდომას არ აქვს ადგილი, აშშ აბსოლუტურად დარწმუნებულია იმაში, რაც დაედო საფუძვლად ამ ოთხი ინდივიდისთვის სანქციის დაწესებას., – თქვა ელჩმა.