საქართველომ ისწავლა წარსულის გაკვეთილებზე, იმედია EU-ც გადააფასებს თავის როლს – პაპუაშვილი

“პატივცემულო კოლეგებო, ამჟამინდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში აღარ არის წინა კარისა და თუ ღია კარის დრო. საჭიროა გაბედული ნაბიჯები შესაბამის სტრატეგიულ გადაწყვეტილებასთან ერთად. საქართველომ ისწავლა წარსულის გაკვეთილებზე, იმედი მაქვს ევროკავშირიც გადააფასებს თავის როლს და მნიშვნელობას, აღნიშნული ნაბიჯები და გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ევროკავშირის მომავალი არქიტექტურის ჩამოყალიბებაში. იმედი მაქვს, რომ წლის ბოლოს ვიზეიმებთ როგორც უკრაინის გამარჯვებასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ისე საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების სტატუსის მინიჭებას და ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებას”

– თქვა საქართველოს პარლამენტის სპიკერმა, შალვა პაპუაშვილმა პრაღაში ევროკავშირის პარლამენტების სპიკერების ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share