რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა “არამეგობრული ქვეყნების” აქტივების რუსეთის ფედერალური ქონების მართვის სააგენტოსთვის დროებით გადაცემის განკარგულებას ხელი მოაწერა.
რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, ეს საზღვარგარეთ რუსული აქტივების გაყინვის საპასუხო ზომაა.
განკარგულებაში საუბარია “გარკვეული საკუთრების დროებითი მენეჯმენტის შესახებ”, იმ შემთვევაში, თუ რუსეთის მოქალაქეებს “არამეგობრულ ქვეყნებში” საკუთრებაზე უფლებები შეეზღუდებათ ან ჩამოერთმევათ, ამ ქვეყნის მოქალაქეების საკუთრებაზე, რომელიც რუსეთშია, დროებით გარე მენეჯმენტის წესი გავრცლდა.
დროებითი მართვა ვრცელდება როგორც მოძრავ, ასევე უძრავ ქონებაზე, აქტივებსა და ქონებრივ უფლებებზე.
Fortum და Unipro ის ორი კომპანიაა, რომელიც უცხოური აქტივების სიაში, საზღვარგარეთ რუსული აქტვიების ჩამორთმევის გამო რუსეთის ფედერალური ქონების მართვის სააგენტოს მხრიდან დროებით მენეჯმენტს დაექვემდებარა.
ქონების დროებით მართვა შეწყდება მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით.