რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაახლოებით სამი მილიონი უკრაინელი რუსეთში იძულებით გადაიყვანეს, – ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა, დიმიტრი ლუბინეცმა განაცხადა.
„თებერვლიდან მოყოლებული მინიმუმ 2 მილიონ 800 ათასი უკრაინელი იძულებული გახდა გადასულიყო ან დეპორტირებულ იქნა რუსეთის ტერიტორიაზე“, – აღნიშნა უკრაინის ომბუდსმენმა.
შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა 24 თებერვალს დაიწყო.