ექსკლუზიურად ვაჟღერებ თქვენთან, მომივიდა ინფორმაცია ბრიუსელიდან, რომ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა შევა რეზოლუციაში– განცხადება ამის შესახებ სულ ცოტა ხნის წინ, “ლელოს” დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა, “ფორმულას” ეთერში გააკეთა:
“თქვენ იცით, რომ ამაზე იყო აზრთა სხვადასხვაობა და შეჯერებულ ტექსტში არ იყო სანქციებზე საუბარი. EPP-ს ჰქონდა მაგრამ შეჯერებულ ტექსტში არ იყო, მაგრამ წარდგინება მოხდა როგორც შესწორების სანქციების ნაწილის, ანუ ჩასწორების წარდგინება მოხდა და როგორც ახლა მაცნობეს ბრიუსელიდან, გავიდა ეს შესწორება და სანქციების საკითხი ჩაიწერება რეზოლუციაში, რომელსაც დღეს ამტკიცებს პარლამენტი.” განაცხადა სამადაშვილმა
ცნობისთვის, საქართველოსთან დაკავშირებით 8 ივნისს ევროპარლამენტში დებატები გაიმართა. ევროპარლამენტარებმა ისაუბრეს “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებაზე, 5 ივლისის ძალადობაზე, ასევე, ბიძინა ივანიშვილზე, რომელსაც მათი აზრით, სანქციები უნდა დაუწესდეს.