იმ უსამართლობასა და უკანონო ქმედებების კასკადს თუ გავითვალისწინებთ, რასაც ადგილი ჰქონდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, მერის, მერიისა და მერიის დაქვემდებარებული სამსახურების, ასევე პოლიციისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან, ჩვენი ქონების (ბილბორდების) დემონტაჟისას, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ოზურგეთის მერია და ოზურგეთის პოლიცია გასულია სამართლებრივი სივრციდან.
რაც შეეხება მომხდარს, ჩვენ ამაზე ვრცელ განცხადებას მოგვიანებით გავაკეთებთ, წინასწარ კი მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძმები თალაკვაძეების თავხედობა-ესაა შურისძიება “გურიის მოამბეს” მხრიდან უკრაინისადმი ღიად ცგამოხატული მხარდაჭერის გამო.
ის სიცრუის ტირაჟირება რომელსაც მერია ყოველდღიურად ახდენს, ეს კი მათი უსუსური მცდელობაა, როგორმე შეფუთონ ეს უკანონობა.