ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში მცხოვრები 20 წლის შმაგი ბოლქვაძე 6 თვეა წინასწარ პარტიმრობაში შეთითხნილი ბრალდებით (ახლობლების მტკიცებით)-იმყოფება.
ამ წუთებში, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში, შმაგი ბოლქვაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
ახალგაზრდას ბრალი დაბა ურეკის ცენტრში არსებული საქართველოს ბანკის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატის – დაზიანება-ფულის გატაცების მცდელობა- ედება.
ახლობლები ამტკიცებენ, რომ ბრალდებულს მომხდართან არანაირი კავშირი არა აქვს, ბრალმდებელ მხარეს არანაირი მტკიცებულებები არ გააჩნია, საქმეში მხოლოდ ერთი მოწმის, პოლიციელის ცრუჩვენებაა:
“სინამდვილეში შმაგის, განთავისუფლების სანაცვლოდ, პოლიციამ შესთავაზა უკანონო თანამსრომლობა და რამდენიმე ახალგაზრდის წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიცემა, რაზეც მან უარი განაცხადა.
პოლიციაში დაემუქრნენ, რომ საქმეს ბოლომდე მიიყვანდნენ და ახაკგაზრდას მინიმუმ 5 წელი ციხეში აყურყუტებდნენ. 23 სასამართლო პროცესია, ეს ყველაფერი იმიტომ ხდება რომ ის “ჩამშვებად” ვერ აქციეს”-ყვებიან ბოლქვაძის ახლობლები.
დღესვე, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში, პროკურატურას, მტკიცებულებების სახით, დაზიანებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ჰქონდათ მიტანილი, ეს სურათები კი მაშინაა გადაღებული როცა “მტკიცებულება” პროკურატურის, პოლიციისა და სასამართლოს მანდატურის თანამსრომლებს სასამართლო დარბაზში შეჰქონდათ.