ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია, ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ, რამდენიმე შემთხვევაში, არაუფლებამოსილ პირად სცნო და ამ უკანასკნელის მიერ მოქალაქეებზე გამოტანილი გადაწყვეტილება მათი დაჯარიმების თაობაზე, გააუქმა.
ერთ ერთი ბოლო გადაწყვეტილება ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლე თორნიკე კაპანაძე) ამ დღეებში გამოიტანა.
მოსამართლეებმა ეს გადაწყვეტილება იმ მოქალაქეების საქმეების განხილვისას მიიღეს, რომლებმაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციას, მათი დაჯარიმების გამო სასამართლოში უჩივლეს.
სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია რომ მუნიციპალური ინსპექცია, ხშირად, მოქალაქეების დაჯარიმებისას, მათი ამათუიმ განხორციელებული საქმიანობის გამო, სცდება მათ უფლებამოსილებას და შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის მინიჭებულ უფლებამოსილებებში გადადის და მას ითვისებს, რაც არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
მსგავსი ტიპის დავებისას, რომელსაც “გურიის მოამბე” ხშირად ესწრება ოზურგეთის სასამართლოში, გაირკვა, რომ ოზურგეთის მერმა, მის დაქვემდებარებაში მყოფ მუნიციპალურ ინსპექციას (კიშინსკის უწყებას) მიანიჭა უფლებამოსილება, რომლის მინიჭების უფლებაც მერს კანონმდებლობით არ ჰქონდა და ამ უფლებამოსილებით ქვეყანაში მხოლოდ საპატრულო სამსახურია აღჭურვილი.
აქვე აღსანიშნავია, რომ უამრავი მოქალაქე რომლებიც როგორც ირკვევა უკანონოდ ჯარიმდებიან ამ უწყებიდან, ვერ მიმართავენ სასამართლოს და იძულებულები არიან გადაიხადონ ჯარიმა, რომელი ჯარიმებიც, ხშირ შემთხვევაში უკანონო ყოფილა.
ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში ბიზნესი ჩავარდა.
საქმე იმაშია, რომ როცა კიშინსკის უწყება ამა თუ იმ პირს, ან კომპანიას აჯარიმებს(ჯარიმები ძალიან სოლიდურია და ის 5 დან 10 ათას ლარამდე მერყეობს), თითქოსდა უნებართვოდ წარმოებული უმნიშვნელო (მაგალითად, ღობის ან ავტოფარეხის შეკეთება) სამუშაოებისათვის, და ისინი მას გაასაჩივრებენ, სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე მათ არა აქვთ უფლება დაწყებული სამუშაოები გააგრძელონ.
სასამართლოები კი-განსაკუთრებით მოსამართლეების არ ყოლის გამო-წლობით გრძელდება.
სწორედ ეს ფაქტორი აიძულებს მოქალაქეებს გადაიხადონ უკანონოდ დაკისრებული ჯარიმები და სწორედ ამ გარემოებით სარგებლობს კიშინსკის უწყება და არაოფიციალური ინფორმაციით, ოზურგეთის დაჯარიმებულ მოქალაქეთა მიერ გადახდილი თანხები ასეულ ათასებს აღწევს.
მაგალითისათვის-ხშირ შემთხვევაში, ოზურგეთის მუნიციპალური ინსპექცია, ყოველგვარი ნებართვის გარეშე ცენტრალურ ავტომაგისტრალსაც კი კეტავს: