მოსკოვში, სადაც ჩემი შვილია დაკრძალული, არ ვყოფილვარ და ვერც ჩავალ, ვერ ვაპატიებ რუსებს ქართველების სისხლს – გიული ჩოხელი

,,მოსკოვში, სადაც ჩემი შვილია დაკრძალული, არ ვყოფილვარ და ვერც ვერასდროს ჩავალ, იმიტომ რომ ჩემთვის რუსი აღარ არსებობს. მას შემდეგ, რაც ქართველები თვითმფრინავში ჩატენეს, სადაც ძროხებს ტენიდნენ და გამოუშვეს, მას შემდეგ, რაც სოხუმიდან მკვდარი შვილებით ხელში დედები მოდიოდნენ… ამას ვერ ვაპატიებ რუსებს, მე მთიული ქალი ვარ, ამიტომ ეს დამთავრდა. ვერ ჩავედი ჩემი შვილის საფლავზე და ვერც ჩავალ, ჩემი შვილი ჩემთვის ცოცხალია, სიზმარში ყოველთვის ვხედავ მას და ვესაუბრები”. – წერს მუსიკოსი გიული ჩოხელი სოციალურ ქსელში.
შეიძლება იყოს 1 ადამიანი, შენობაში and ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „billboard“ გამოსახულება
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share