”კახა კალაძის მართვის სტილი რუსულია, კომუნისტურია! მერე რა, რომ არ აცვია ისე, როგორც კომუნისტები იცვამდნენ”

”მიუხედავად იმისა, რომ კახი კალაძემ მთელი თავისი ცხოვრება ევროპაში იცხოვრა, მთელი მისი მენტალიტეტით რვა სული ქურდიდან დაწყებული და სხვა გადაწყვეტილებებით დამთავრებული, არის რუსეთი, შეუგნებელი და ანტი ევროპელი. მას შეიძლება არ ჰქონდა გააზრებული, რომ რასაც აკეთებს, ის ევროპული არ არის. არ არის ევროპული, რომ ქალაქის მერმა გამოაცხადოს, რომ მთელი ქალაქი მთაწმინდიდან გამოექანოს. ამაზე უფრო ბრიყვულს რას მოიფიქრებდა. მაგრამ ტან კითხულობს, მე როდის ვიყავი დასავლეთის წინააღმდეგიო. კახი კალაძის მართვის სტილი არის რუსული და კომუნისტური. მერე რა, რომ არ აცვია ისე, როგორც კომუნისტები იცვამდნენ” – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა მთავარი არხის ეთერში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share