პრუსიელი ბარონის მიერ გურიაში აღმოჩენილი ვესტფალიური სტილის სახლები

კავკასიის პრუსიელი მკვლევარის ბარონ აუგუსტ ფონ ჰაქსტაუზენის წიგნში “ტრანსკავკასია” ავტორი ამგვარად აღწერს გურული გლეხის სახლს – „ჩემთვის ყველაზე უფრო საინტერესო იყო გურული გლეხის სახლის გარეგანი მსგავსება ვესტფალიური სახლების თავდაპირველ ფორმასთან, მაგალითად ისეთ სახლებთან როგორებიც გვხვდება მეკკენში“.
.
გურიაში დღეს უკვე გურულ ოდასახლად წოდებული სტილის სახლები მე-19 საუკუნის მეორე ნახევარიდან გვხვდება და გურიაში ოდასახლების შემდგომი სიმრევლე ლაზი “უსტების” დამსახურება გახლავთ. გურიაში ქვის ან ხის ნაგებობის ასაშენებლად ლაზები და ტრაპიზონელი ბერძნები ჩამოყავდათ. ტრაპიზონი ძველ გურიისათვის გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი უმნიშვნელოვანესი ქალაქი იყო, ტრაპიზონიდან შემოდიოდა გურიაში მარილი, რკინა, იარაღი, ტანსაცმელი და ა.შ.
.
ნახატი სახლი გურიაში – აუგუსტ ფონ ჰაქსტაუზენის წიგნიდან – ტრანსკავკასია (Haxthausen, August von: Transkaukasia 1856 წელი)
შეიძლება იყოს text გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share