“სუსის ვალდებულებაა, გამოავლინოს და დააკავოს რუსეთის აგენტები, გააანალიზოს, ვინ შემოდის ქვეყანაში და არ დაუშვას არასასურველი, მათ შორის სანქცირებული პირების შემოსვლა.
აბა, აქ რა ხდება?!
მტრული სახელმწიფო პირდაპირ ავალებს საქართველოს ხელისუფლებას მისი საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახის მასპინძლობას.
თავის მხრივ, საქართველოს მთავრობა სუსს ავალებს, უზრუნველყოს მტრული სახელმწიფოს მინისტრის, საქართველოს ორი რეგიონის აღიარების ერთ-ერთი შემოქმედის სანქცირებული ოჯახის უსაფრთხოების დაცვა, კომფორტის უზრუნველყოფა და ცეკვა-თამაშის მოწყობა.
ამის გაცნობიერება შოკისმომგვრელია. აღარ გვაქვს ქვეყანა. საქართველოს მართავენ მოღალატეები, რომლებიც პირდაპირ ემსახურებიან მტერს.”
წერს ვახო სანაია სოცქსელში.