მომღერალიმ ნატალია ქუთათელაძე ვაკეში, მოსაშვილის ქუჩაზე მომხდარ სროლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“ჩემს მეგობარ ქოცებს მინდა მივმართო კითხვით-ცენტრალურ უბანში, დღისით, ერთი თვის მანძილზე, მეორედ, ხალხმრავალ ადგილას სროლა, რომელ პოლიტიკურ მიდგომას გულისხმობს?
რადგან ნაცების დროს შიშით ხმას ვერ ვიღებდით, ამიტომ თქვენ გადაწყვიტეთ რომ სრულიად უკონტროლო გახდეს ამ ქალაქში ცხოვრება? “ყველგან ხდება” არაა არგუმენტი და მაგ უსუსტესი შედარებების მოყვანით ნუ დაიღლით თავს”, – წერს ქუთათელაძე.
ცნობისთვის, ვაკეში მოსაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კაფეში სროლა იყო. დაჭრილია ერთი ადამიანი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ კაფეში მომხდარი სროლის საქმეზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო – 19/108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.