„სოსო ცოცხალია, სურათი ამ წუთსაა გადაღებული, მალე ყველაფერს დაამარცხებს“ – დათო ლორთქიფანიძე

დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა მცდარი ინფორმაცია, რომ სოსო ჯაჭვლიანი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამ ფაქტს ეხმაურება ყოფილი დეპუტატი დათო ლორთქიფანიძე და ფოტოს აქვეყნებს:

„SOS!!!ამ საღამოს გავრცელდა გადაუმოწმებელი/ბოროტი ინფორმაცია სოსო ჯაჭვლიანის ვითომდა გარდაცვალების შესახებ…ასზე მეტი ზარი შემომივიდა სანამ გზაში ვიყავი სოსოსთან სახლში მიმავალი .სოსო ცოცხალია(სურათი ამ წუთსაა გადაღებული). ჯანმრთელობა კი აქვს ძალიან შერყეული მაგრამ ამასაც მოერევა ექიმებისა და ერთგული ადამიანების თადგომით.” – წერს ლორთქიფანიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share