ოპოზიციონერი პარლამენტარი, თაკო ჩარკვიანი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში დაწერა.
„დეესკალაცია მინდაო, 12 პუნქტი გვინდაო, დასავლეთი ჩვენი ისტორიული არჩევანიაო-პრეზიდენტმა თქვა.
ჰოდა, არც დეესკალაციაში იღებს მონაწილეობას, არც 12 პუნქტის შესრულებაში, რადგან სწორედ იმ თორმეტ პუნქტში წერია პოლიტპატიმრები, რომ არ უნდა გვყავდეს და დეესკალაციაც ამას მოჰყვება.
მოკლედ ასეა – “გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი”.
გვეშაირება ლამაზი სიტყვებით და მოკლედ კი , ასე ამბობს – არაო!!!!!“ – წერს ჩარკვიანი.