სააკაშვილთან დაკავშირებული განცხადება პრეზიდენტისგან წინ გადადგმული ნაბიჯია – ნიკა მელია

ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელიას ფიქრობს, რომ პრეზიდენტის ფრანგულ მედიასტან გაკეთებული განცხადება წინ გადადგმული ნაბიჯია. ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა.

საქმე ეხება სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, სადაც მან თქვა, რომ სწორი იქნებოდა, თუ მესამე პრეზიდენტს უფრო ლმობიერი მეთდებით დასჯიდნენ, კერძოდ, ელექტრონული სამაჯურით.

ნიკა მელია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს სწორი გზავნილები აქვს, თუმცა უკეთესი იქნებოდა, თუ განცხადებებს ქმედებებიც მოჰყვებოდა.

წინ გადადგმული ნაბიჯია. მას სწორი ექო აქვს ყველგან, სხვა საკითხია რამდენად მოჰყვება ამას შედეგი. ჩემიდ ა ძალიან ბევრი ადმაიანის ურვიუილია, ერთი ეს განცხადებები ეკეთებინა აქამდე და მეორე, ამას შედეგიც მოჰყოლოდა, – თქვა მელიამ 

ამის მიუხედავად, მელია ამბობს, რომ შეწყალების უფლება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა და მისი კრიტიკა, უადგილოა.

ვფიქრობ, რომ თუ შედეგზე ვიყოთ ორიენტირებული და მინიმალური შანსი მაინც არის, რომ ქალბატონმა ეს ბერკეტი აამოქმედოს, ჩვენც შესაბამისად უნდა ვპოზიციონირებდეთ. ჩემს ყურსც ჭრის, – ამბობს მელია.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ პრეზიდენტისგან მსგავსს განცხადებას 2 თვის წინ ვერ წარმოიდგენდა.

მე ვერ ვიფიქრებდი 2 თვის წინ, რომ დღეს სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკშვილთან მიმართებაში გააკეთებდა იმ განცხადებას, რაც გააკეთა, -თქვა მელიამ. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share