ქალაქ ზუგდიდის სპორტის სასახლეში ჭაბუკ ძალოსანთა შორის საქართველოს პირველობა გაიმართა.
ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ძალოსნობის სექციის კიდევ ერთმა სპორტსმენმა , გია პატარავამ და შინ სამი მედალი ერთი ვერცხლი და ორი ბრინჯაო წამოიღო.
მწვრთნელი – ჯუმბერ ღლონტი
ქვემოთ იხილეთ გია პატარავას შედეგი
U17
ატაცი
გია პატარავა (ოზურგეთი) – 103 კგ.
აკვრა
გია პატარავა (ოზურგეთი) – 118 კგ.
ორჭიდი
გია პატარავა (ოზურგეთი) – 221 კგ.
ჯამში ოზურგეთმა საქართველოს პირველობიდან 4 მედალი წამოიღო. ( იხ. წინა პოსტი ძალოსნობაზე)
აღნიშნული შედეგი ოზურგეთისთვის უპრეცენდენტოა, ასევე დამაიმედებელი, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტი შეძლებს და ძალოსნობაშიც იტყვის თავის სიტყვას.