„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გაძლიერდეს.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის, ნებისმიერ პროდასავლურ პარტიასთან ითანამშრომლოს.
“ჩვენი გეგმაა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გაძლიერდეს. გვინდა, ჩვენი ლიდერი თავისუფლებაზე ვიხილოთ. მიშა სააკაშვილი უნდა იყოს დიდი რეგიონული პოლიტიკური თამაშის მთავარი ფიგურა და ნაწილი. მის გარეშე ამ რეგიონის რუსული მარწუხებიდან დახსნა წარმოუდგენელია. ასევე გვინდა, რომ კოორდინაციაში ვიყოთ ყველა პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიასთან მართლმსაჯულების რეფორმის საკითხი იქნება ეს, თუ საარჩევნო სისტემის რეფორმის საკითხი, რაშიც ძალიან დიდი სიამოვნებით და ენთუზიაზმით მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ნებისმიერ მართლაც პროდასავლურ პარტიასთან.
სხვა კონკრეტულ კოალიციებსა და შეთანხმებებზე ჯერ საუბარი ნაადრევია“, – აღნიშნა ცისკარიშვილმა.