მაიორი გიორგი მამალაძე

ტარასი დავითის-ძე მამალაძეს (პედაგოგი, ფილოლოგი, ეთნოგრაფი და პუბლიცისტი) ყველაზე მეტი და მნიშვნელოვანი ეთნოგრაფიული მასალა აქვს შეგროვებული გურიაში, იგი სხვადასხვა დროს მასწავლებლად მუშაობდა თბილისის (1885), გორის (1896) და შემახის (1895) სკოლებში. სამწუხაროდ მისი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია საკმაოდ მწირია. ტარასი მამალაძე დაქორწინებული იყო ფრანგ კამილა კარლის ასულ შერპფზე, ორი ვაჟი გიორგი და იერონიმი და ქალიშვილი თამარი.
.
ტარასი მამალაძის შვილი პორუჩიკი გიორგი მამალაძე 1921 წელს საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ქართველ ოფიცრებთან ერთად პოლონეთში გადავიდა, სადაც დაამთავრა ოფიცერთა სკოლა და კაპიტნის ჩინით შევიდა პოლონეთის არმიაში. მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ მაიორი გიორგი მამალაძე (Major Jerzy Mamaladze) მონაწილეობას იღებდა პოლონეთის დაცვაში, 1939 წელს ტყვედ ჩაუვარდა საბჭოთა არმიას.
.
მაიორ გიორგი მამალძეს 1941 წლის 14 ივლისს სსრკ უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, რაც სისრულეში იქნა მოყვანილი იმავე წლის 28 ივლისს „კომუნარკის“ პოლიგონზე (სხვა ინფორმაციით გიორგი მამალაძე პოლონელ ოფიცრებთან ერთად დახვრიტეს კატინში).
.
გიორგი მამალაძის მემკვიდრეობას წარმოადგენს უნიკალური ფოტოალბომი, რომელიც ერთადერთი ფოტოდოკუმენტური წყაროა პოლონეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების შესახებ.
შეიძლება იყოს 1 person გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share