კომპლექსი 244 სახლით, 20 თაუნჰაუსით, მაღაზიებით და გასართობი ცენტრებით – ეს ყველაფრი 500 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე და რაც მთავარია მშენებლობისთვის აკრძალულ ზონაში. თუმცა აქ მთავარია ვინ დგას ამ გრანდიოზული პროექტის უკან. შინდისში ურბანული გენოციდის მოწყობას ვანო ჩხარტიშვილთან დაკავშირებული კომპანია გეგმავს.
თბილისის გენ გეგმა ამ ტერიტორიაზე ასეთ მასშტაბურ მშენებლობებს კრძალავს, მაგრამ დედაქლაქის განვითარების მთავარი დოკუმენტი ამ შემთხვევაში მერიისთვის ფარატინა ქაღალდია და ჩხარტიშვილის ბიზნეს ამბიციებსაც, სავარაუდოდ, ძალიან მალე მწვანე შუქს აუნთებს.
tv pirveli