ექსპერტი, გია ხუხაშვილი პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, ზურაბ აბაშიძისა და ჩაიკოვსკის საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტის, მარკ ზილბერკვიტის სატელეფონო საუბრის ჩანაწერს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს.
„პრობლემა ის კი არ არის, რა რეაქცია ჰქონდა აბაშიძეს აღნიშნულ ინციდენტზე. ეს მისი პირადი აზრები და განცდებია.
პრობლემა ის არის, რომ როგორც ის ამბობს, კერძო პირის მიმართ გამოხატული პროტესტის გამო მთელი სახელმწიფო მანქანა უმტკიცებდა არა პოზნერს, არამედ რუსეთის ხელისუფლებას, რომ მხოლოდ რამდენიმე ათეულ ადამიანს არ უყვარხართ, თორემ მთელი დანარჩენი საქართველო ვგიჟდებით თქვენზეო…“ – წერს ხუხაშვილი.