ოზურგეთის ჩემპიონი ჩოგბურთში ანასტასია ნემსაძე გახდა

ოზურგეთის საჩოგბურთო კორტებზე 12, 14 და 16 წლამდე გოგონათა შორის საჩოგბურთო ტურნირის ფინალი გაიმართა.
შეჯიბრება წრიული სისტემით , სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში ჩატარდა 20 მაისიდან მიმდინარეობდა.
ტურნირის მიზანი ჩოგბურთის პოპულარიზაცია, ახალგაზრდა ჩოგბურთელთა ოსტატობის ამაღლება, ოზურგეთის ნაკრები გუნდისათვის კანდიდატთა შერჩევა იყო.
ფინალი დაძაბულად და საიინტერესოდ წარიმართა.
ერთმანეთს ანასტასია ნემსაძე და მეგი გვარჯალაძე შეხვდნენ. საბოლოო გამარჯვება ანასტასია ნემსაძემ მოიპოვა
 მწვრთნელები : დავით თავართქილაძე, გივი სიამაშვილი, მამუკა კილაძე
 გამარჯვებული და ფინალში გასული ჩოგბურთელები დიპლომებით , მედლებითა და თასებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა კობა ბალავინოვმა, ამავე გაერთიანების სპორტული სექციის განყოფილების ხელმძღვანელმა ვახტანგ მელუამ , ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის განყოფილების წარმომადგენელმა დავით არობელიძემ დაჯილდოვეს.
ყველა რეაქცია

Natia Vashalomidze, Ucha Andguladze და 32 სხვა პიროვნება

1
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share