კომპანია ბახვი ჰესის მენეჯმენტმა, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით, ბიომრავალფეროვნების კვლევის ფარგლებში, წავზე სავარაუდო ზემოქმედების დეტალურად შესწავლის მიზნით, 2022 წელს მოიწვია დამოუკიდებელი ქართველი ექსპერტი, თბილისის ზოოლოგიური პარკის სამეცნიერო პროგრამების მენეჯერი, ეკოლოგიის მაგისტრი, ნიკო ქერდიყოშვილი. კომპანია აცხადებს, რომ მისთვის უმნიშვნელოვანესია დაცულ სახეობებზე ზრუნვა. დაცულ სახეობებში იგულისხმება, როგორც საქართველოს წითელი ნუსხის, ასევე IUCN (International Union for Conservation of Nature) მიერ დაცული სახეობები.
წავის პოპულაციის კვლევის მიზანი იყო მდინარე ბახვისწყალზე დაგეგმილი ბახვი 2 (2ა -2ბ) ჰესის მშენებლობისთვის განკუთვნილ საპროექტო ტერიტორიაზე ევრაზიული წავის (Lutra lutra) პოპულაციის მდგომარეობის შეფასება, კერძოდ:
უშუალოდ საკვლევ ტერიტორიაზე ევრაზიული წავის არსებობის დამადასტურებელი ნიშნების (კვალი, ექსკრემენტი, სორო) მოძიება;
საკვები ბაზის ზოგადი შეფასება;
ევრაზიული წავისთვის, ცხოველქმედების ნიშნების სიხშირიდან გამომდინარე, მათთვის მნიშვნელოვანი ტერიტორიების (საკვები, საბუნაგე) იდენტიფიცირება;
შესაბამისი რეკომენდაციებისა და შემარბილებელი ღონისძიებების შემუშავება.
კვლევების ზოგადი დასკვნები:
საპროექტო არეალში დაფიქსირდა წავის რამდენიმე ინდივიდის არსებობა;
დაგეგმილი საპროექტო ნაგებობები მცირე მასშტაბისაა შესაბამისად დიდი შეგუბები არ წარმოიქმნება, შესაბამისად ეს არ და ვერ მოახდენს დიდ გავლენას წავის ჰაბიტატზე;
წავისთვის მნიშვნელოვანი ადგილების სიახლოვეს, მშენებლობის პროცესის რეკომენდაციების შესაბამისად წარმართვის შემთხვევაში, ისეთი ზომის სათავე ნაგებობები, რომელიც აშენდება ბახვი 2-ის ფარგლებში, ვერ შექმნის წავისთვის გადაულახავ დაბრკოლებას;
საკვები ბაზის შენარჩუნებით, რეკომენდირებულია მდინარის პოტენციური დაბინძურების მაქსიმალურად თავიდან არიდება;
შემაჯამებელი დასკვა:
ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით, მდინარე ბახვისწყალზე მობინადრე წავებისთვის, ზიანის მიყენების რისკი მინიმუმამდე იქნება შემცირებული და არ იქნება საჭირო რაიმე დამატებითი შემარბილებელი სამუშაოების განხორციელება.
გთხოვთ, კვლევის სრული დოკუმენტი იხილოთ აქ: ბახვი 2 – დანართები.zip – Google Drive