“ქართული ოცნების” ერთპარტიული რეზოლუცია მთავარი აქცენტების გარეშე. მმართველმა გუნდმა, უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ დოკუმენტი ისე მიიღო, რომ მთავარი აგრესორი რეზულუციის ტექსტში ნახსენებიც არ არის.
ივანიშვილის გუნდმა, რუსეთის ფედერაციის ხსენებაც ვერ გაბედა, თავის მართლება კი კვლავ ოპოზიციაზე თავდასხმით სცადა.
უფრო მეტიც, თავისი გადაწყვეტილება რომ გაემართლებინა, ოცნებამ ოპოზიცია, ომის დაწყების მცდელობაში დაადანაშაულა და ამისათვის ოლიგარქის გუნდმა დამრტყმელი ძალა, პარტიის თავმჯდომარე გამოიყვანა.
ირაკლი კობახიძემ შტურმი მთავარ ოპოზიციურ პარტიაზე მიიტანა და მათ ომის პარტია უწოდა.