ტვინი წაიღო უკვე ამ პოვარის პერფორმანსებმა, რა – ხათუნა ხოფერიას პრიგოჟინის ამბოხი ნერვებს უშლის

ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია:

,,პრიგოჟინის თავის ტკივილის კიდევ ერთ ვარიანტს შემოგთავაზებთ.

პრიგოჟინის კომერციული ჯარი, რომლის 70% ციხიდან გამოყვანილი კრიმინალები არიან, რომლის “ ვაგნერიც” არა მარტო რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან, არამედ მსხვილი ბიზნესწრეებიდანაც ფინანსდებოდა, რომელმაც საოცარი გმირობის ქრონიკა შექმნა ბახმუტში, მაგრამ ვერაფერი გააკეთა “ ზეციური იერუსალიმის” პროექტისათვის- კედელთან მიყენებული აღმოჩნდა!რა უნდა მოიმოქმედოს ასეთ დროს ადამიანმა, რომელსაც 25-30 ათასი კბილებამდე შეიარაღებული კაციჭამია ყავს მიბმული და რომელსაც უზარმაზარი ვალები აქვს ფინანსური კაციჭამიებისგან აღებული?!. რომელსაც ბრძოლის სტრატეგიულ მონაკვეთს აღარავინ ანდობს და რომელმაც 30 ათას ღლავივით პირდაღებულ დაქირავებულ მეომარს ყოველ თვე კოლოსალური ხელფასი უნდა უხადოს?…დიახ! ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ციხეში ჩაჯდეს და ბალასტი ჩამოიცილოს!ოღონდ, ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს ისე, რომ არც მწვადი დაწვას და არც შამფური! ანუ, “ ვაგნერიც” ლეგენდად დატოვოს და მევალეებთანაც ვალში არ დარჩეს. ნუუუ, ადვილი ხომ არ არის შოიგუს და გენერლების დამარცხება მაშინ, როცა პუტინიც მათ მხარესაა!ისე, ტვინი წაიღო უკვე ამ პოვარის პერფორმანსებმა რა” – წერს ხოფერია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share