”დღეს იყო ამ ომის ყველაზე უცნაური დღე. პროგოჟინმა გაგვაწბილა, იმიტომ რომ რუსეთის ახალი სამოქალაქო ომი ვერ შედგა. ამ ეტაპზე რუსეთმა არ მიიღო იმხელა ზიანი, რის მიღებასაც ველოდით და გაგვიხარდებოდა.
მაგრამ მან ზიანი მაინც მიიღო, რადგან ბანანის რესპუბლიკად გამოჩნდა. მისი, როგორც შედარებით ძლიერი სახელმწიფოს იმიჯი დაიმსხვრა.
პრიგოჟინის საგა, თუ ის უახლოეს დღეებში არ მოკლეს, გაგრძელდება და პუტინისთვის უდიდეს თავის ტკივილად დარჩება. თუ მას შემდეგ, რაც პრიგოჟინმა გაბედა, მას ეს შერჩა, პუტინის როგორც მაფიის ლიდერის ავტორიტეტი განადგურებულია. ამის შემდეგ კი ის რაღა პუტინია?”
სოციალურ ქსელში წერს პოლიტოლოგი გია ნოდია.
ბოლო 1 დღის განმავლობაში რუსეთში კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის აჯანყება მიმდინარეობდა. ცოტა ხნის წინ პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყებას წყვეტს.