”ადამიანმა, რომელმაც აქცია საქართველო სერიოზულ და დიდ ქვეყნად, ამ ადამიანს ამჟამად საქართველო კლავს. ეს არის საშინელება და ამის ყურება გულისტკივილის გარეშე შეუძლებელია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მე ჩემს ემოციურ პოსტებში ბრალს ვდებ არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას, არამედ ნაწილი ჩემი ბრალდებებისა ეხება ქართველ ხალხს, რომელიც პასიურად უყურებს იმას, თუ როგორ კლავენ ადამიანს, რომელმაც საქართველო აქცია ისეთ ქვეყნად, რომელიც რეალურად ლიდერად აქცია მან რეფორმების თვალსაზრისით. არჩევანს თუ ავიღებთ ევროპასა და რუსეთს შორის, საქართველო რუსეთის მხარეს ირჩევს. ეს ნათელი გახდა იმ დემოკრატიული რეფორმების უკუსვლით, რომელიც საქართველოში ხდება. ამ შემთხვევაში, ამას აქვს პირდაპირი კავშირი იმასთან, თუ რა პირობებში იმყოფება მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში და ის, რომ საქართველოს ხელისუფლება არ აძლევს სააკაშვილს უფლებას, რომ წავიდეს სამკურნალოდ უკრაინაში ან ნებისმიერ ევროპის მესამე ქვეყანაში გაემგზავროს. ასეთი დამოკიდებულებით პრეზიდენტისადმი და პრეზიდენტის ტიტული არის სამუდამო, ასეთი დამოკიდებულებით პრეზიდენტთან, საქართველო ვერც იოცნებებს ევროკავშირზე.”
სააკაშვილისადმი ასეთი დამოკიდებულებით საქართველო ვერც იოცნებებს EU-ზე – რადას დეპუტატი
ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა ელიზავეტა ბოგუტსკაიამ ფორმულას ეთერში, გადაცემა ღამის კომენტარში განაცხადა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას.