საქართველოს ორმა უმსხვილესმა ბანკმა, “თიბისიმ” და “საქართველოს ბანკმა”, “ალტ-ინფოს” წევრთა ანგარიშები დაბლოკა. ბანკების მიერ “ალტ-ინფოს” ანგარიშის დაბლოკვის შესახებ, ორგანიზაციის ერთ-ერთმა წევრმა სოციალურ ქსელში დაწერა.
თბილისში პრაიდის კვირეული დაიწყო. დასკვნითი ღონისძიება პრაიდ-ფესტივალია, რომელიც 8 ივლისს გაიმართება. რადიკალურად განწყობილი ჯგუფები ღონისძიების ჩაშლით იმუქრებიან. ამ მიზნით, რეგიონებიდან ხალხის ჩამოსაყვანად, მათ საბანკო ანგარიშის ნომრები გაავრცელეს. სავარაუდოდ, სწორედ ამის გამო დაიბლოკა მათი ანგარიშები.