მულახის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – მანაქანა მდინარეში გადავარდა, შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. მათი ცხედრები მდინარიდან უკვე ამოასვენეს.
ავარია გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, უამინდობის გამო გზებზე დაბალი ხილვადობა იყო.
დაღუპული ახალგაზრდების ცხედრები თბილისში გადაასვენეს.