გურიაში მოსახლეობას ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება – განცხადებას ამის შესახებ ”ენერგო პრო ჯორჯია” ავრცელებს:
”ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა დააზიანა კომპანიის ინფრასტრუქტურა(ელ.გადამცემი ხაზები).
ამ ეტაპზე შეფერხებით მიეწოდება ელ.ენერგია ქალქის მცირე ნაწილს, ასევე სოფლებს ნაწილობრივ: ლიხაურს,დვაბზუს,მაკვანეთს,შემოქმედსა და ჭანიეთს.
ყველა მიმართულებით მუშაობენ ტექნიკური ჯგუფები, რათა უმოკლეს დროში მოხდეს ავარიული შემთხვევების აღმოფხვრა.” – ნათქვამია განცხადებაში.