სულ რაღაც ორ საათიანი კოკისპირული წვიმა და ქალაქი ოზურგეთი კვლავ დაიტბორა.
განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა ამ წუთებში, ქალაქ ოზურგეთის ცენტრალურ ნაწილში, კონკრეტულად 26 მაისის ქუჩაზეა.
ასევე მძიმე მდგომარეობაა ცენტრალურ ავტომაგისტრალებზე – გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩაზე და ოზურგეთი-დვაბზუს მიმართულებით, სადაც რამდენიმე ოჯახი დატბორილია.
ამ წუთებში მაშველები მუშაობენ 26 მაისის ქუჩაზე, სადაც მიმდინარეობს დატბორილი საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ყველა წვიმის შემდეგ ასეთი მდგომარეობაა და ხელისუფლება არანაირ პრევენციულ ღონისძიებებს არ ახორციელებს.