უხვი ნალექის შედეგად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს ზიანი მიადგა, დაიტბორა მოსახლეობის ეზოები, საყანე ფართობები – ინფორმაციას ამის შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ავრცელებს:
”უხვი ნალექის შედეგად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს ზიანი მიადგა, დაიტბორა მოსახლეობის ეზოები, საყანე ფართობები, კომერციული ფართები, ადიდებული მდინარე გადმოვიდა კალაპოტიდან და საკმაოდ დიდი პრობლემები შეგვიქმნა სოფლებში, სურების მიმართულებით ცენტრალურ გზაზე ჩამოწვა დიდი რაოდენობით მიწის მასა.
ადგილზე მობილიზებულია მერიის შესაბამისი სამსახურები და სამაშველო ჯგუფი, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.”