მსახიობ გია ფერაძის შვილი, მარიკუნა მიქატაძე გარდაიცვალა.
ამ დროისთვის უცნობია კონკრეტულად როგორ, რა ვითარებაში გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი, თუმცა ცნობილია ის, რომ მარიკუნა საბერძნეთში იმყოფებოდა.
მსახიობ გია ფერაძეს სამი შვილი ჰყავდა. თითო – თითო ქორწინებიდან. მარიკუნა მიქატაძე, მას მესამე მეუღლისგან, ირინა მიქატაძისგან შეეძინა.
გოგონა მცირეწლოვანი იყო, როდესაც დედის გარეშე დარჩა. ირინა მიქატაძე მეუღლის ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა, რის გამოც, გია ფერაძემ სასჯელიც მოიხადა.