ქართველი ხალხის ტრაგედია ჩვენი ტრაგედიაცაა, ვუსამძიმრებ შოვში დაღუპულთა ოჯახებს – არახამია

უკრაინის ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარე დავით არახამია განცხადებას ავრცელებს და შოვში, მეწყრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. მისი თქმით, ქართველი ხალხის ტრაგედია უკრაინის ტრაგედიაცაა.

მინდა სამძიმარი ვუთხრა შოვის ტრაგედიაში დაღუპულთა ოჯახებს და მთელ საქართველოსრაც არ უნდა ხდებოდეს უკრაინაშიშუაგულ ომშიც კიჩვენ ყოველთვის ვიფიქრებთ იმაზეროგორ დავუდგეთ უკრაინისთვის უახლოეს ერსქართველებს გვერდითქართველი ხალხის ტრაგედია ჩვენი ტრაგედიაცააპირადად ჩემთვის კი – განსაკუთრებითკიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ვლოცულობთ დაკარგულთა გადარჩენისთვის”, – წერს არახამია.

3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა.

ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი.

ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გზების გაწმენდის სამუშაოები ღამით დასრულდა და დღეს დილიდან გაგრძელდა.

სტიქიის ზონაში დაკარგულ ადამიანებს მაშველები კვლავ ეძებენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share