რეჟისორი, რევაზ შატაკიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„პრინციპულად არ მაღელვებს ახლა მწერალთა სახლის დირექტორი ქეთი დუმბაძე იქნება თუ ივანიშვილი ტრაგედიის გადასაფარად ნატალია ბაზილევსკაიას წამოაგდებს საფლავიდან!!!
ფოკუსი გაასწორეთ, ფოკუსი! და ჩაწვდით ხიხოს ფოკუზებს!!!
თუ დასჭირდა დუმბაძეს კი არა, ბერას მოგიგდებთ საძიძგნად, ოღონდ კი მთავარიდან ყურადღება არამთავარზე გადაგატანინოთ.
გადაგატანინათ კიდეც!
ტრაგედიიდან ყველა დუმბაძოლოგიის ასპექტების კვლევაში გადაეშვით. მთელი ქვეყანა გაფილოლოგდა. არადა ჯერ კიდევ გუშინწინ ყველა გეოლოგი, გლაციოლოგი და ჰიდროლოგი იყო.
ყველამ მიივიწყეთ და ისევ მარტო თეა გოდოლაძეს დაუტოვეთ შოვი თავში სახლელად.
მალადეც!“ – წერს შატაკიშვილი.