,,გურული გენერლები”-ირაკლი მახარაძე

 

,,გიორგი გოთუა მეტად მომთხოვნი იყო საკუთარი თავისა და ქვეშერდომების მიმართ, – წერდა საკუთარ მემუარებში საბჭოთა კავშირის მარშალი და თავდაცვის მინისტრი როდიონ მალინოვსკი, ისინი ერთად მსახურობდნენ (ოთარ ურუშაძე, გიორგი გოთუა, გენერალ-მაიორი გიორგი გოთუა, თბილისი, 2013, გვ. 11-12.,) – ტრანშეებში ის დადიოდა თანმხლები პირების გარეშე, თავის რბილ კავკასიურ ჩექმებში, იგი როგორც კატა მიეპარებოდა დაცვას და ბედი იმისი ვისაც ჩაძინებულს ნახავდა. გოთუა მას ხმლის ყუის დარტყმით აღვიძებდა. საქმე იმაშია, რომ როგორი მამაციც გინდა ყოფილიყო ოფიცერი, ჯარისკაცის ცემა ფრონტზე მეტად სახიფათო იყო, მას შეეძლო ესროლა. ამის შესახებ ჯარისკაცები არცთუ ორაზროვნად მიანიშნებდნენ მას ანონიმურ წერილებში. მაგრამ გოთუაზე მსგავსი მუქარა არ ჭრიდა, მორიგი წერილის მიღებისთანავე, ის შეკრებდა ბატალიონის ჯარისკაცებს, დადგებოდა წრის შუაგულში… და კითხულობდა წერილს. შემდეგ ითხოვდა ავტორს გამოსულიყო, თუ ის მხდალი არ იყო. რა თქმა უნდა, არავინ გამოდიოდა. მაშინ გოთუა აცხადებდა. რომ წერილის ავტორი მხდალი იყო, მას კი მშიშრები ეზიზღება. ნაკუწებად ხევდა წერილს… პოდპოლკოვნიკ გოთუაზე თავდასხმის მცდელობა არასოდეს ყოფილა – მისი ეშინოდათ“.

მომავალი წიგნიდან პირობითი სათაურით ,,გურული გენერლები”, ავტორები მამუკა გოგიტიძე, ირაკლი მახარაძე

ირაკლი მახარაძე

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share