BBS- ის ინფორმაციით რუსეთის ტვერის ოლქში ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინიც იმყოფებოდა.
თვითმფრინავი Embraer-ი ტვერის ოლქში საღამოს ჩამოვარდა. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ჩამოვარდნილი თვითმფრინავის კადრებიც.
“დაწყებულია გამოძიება Embraer-ის თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტზე, რაც დღეს საღამოს ტვერის ოლქში მოხდა. მგზავრთა სიის მიხედვით, მათ შორის იყო სახელი და გვარი ევგენი პრიგოჟინი”. – აცხადებენ როსავიაციაში.
რუსეთის გადაუდებელ სიტუაციათა სამინისტროში აცხადებენ, რომ წინასწარი ინფორმაციით ტვერის ოლქში ჩამოვარდნილ თვითმფრინავზე 10 მგზავრი, მათ შორის 3 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა და ყველა მათგანი მოკვდა. ამავე ინფორმაციით, თვითმფრინავი მოსკოვი-სანქტ-პეტერბურგი რეისს ასრულებდა.
ვაგნერის ჯგუფთან კავშირში მყოფ ტელეგრამ-არხ GREY ZONE-ზე ირწმუნებიან, რომ თვითმფრინავი, რომელიც პრიგოჟინს ეკუთვნოდა, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის მეშვეობით ჩამოაგდეს.
ივნისში პრიგოჟინმა სამხედრო გადატრიალების მოწყობა სცადა და ქალაქი დონის როსტოვი ერთი დღით დაიკავა. მისი ვაგნერის ჯგუფის კოლონა მოსკოვის მიმართულებითაც მიდიოდა, თუმცა შემდეგ ვლადიმირ პუტინთან ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს შუამავლობით მოილაპარაკა.