ცალსახაა, რომ პრიგოჟინმა სასიკვდილო განაჩენს მოაწერა ხელი იმ მომენტიდან, როცა ლუკაშენკოს უცნაური “გარანტიებისა” და პუტინის თანაბრად აბსურდული “პატიოსანი სიტყვის” დაიჯერა. გადატრიალების მცდელობიდან 2 თვის შემდეგ, პრიგოჟინისა და ვაგნერის მეთაურის დემონსტრაციული ლიკვიდაცია 2024 წლის არჩევნების წინ პუტინის სიგნალია რუსული ელიტისთვის – “გეშინოდეთ! ორგულობა უდრის სიკვდილს”. თუმცა, ეს, ასევე, სიგნალია რუსული ჯარისთვის, რომ არ იარსებებს “სპეციალური სამხედრო ოპერაციის გმირები”. თუ უკრაინული ტრიბუნალი არა, იქნება FSB-ს ტყვია.
წერს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ზე. დღეს ცნობილი გახდა, რომ ტვერის ოლქში თვითმფრინავი ჩამოვარდა – წინასწარი ცნობებით, ბორტზე 10 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ყველა დაღუპულია. როგორც TASS-მა Rosaviatsia-ზე დაყრდნობით დაწერა, მგზავრთა სიაში იმყოფებოდა ევგენი პრიგოჟინიც, თუმცა იყო თუ არა ის იმ მომენტში ბორტზე, დაზუსტებით უცნობია.