“პრიგოჟინის გარდა ყველას ესმოდა, რომ პუტინს შურისძიება სურდა… როგორც ჩანს, მან ეს დღეს გააკეთა”, – ამის შესახებ რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორი, აშს-ის ყოფილი ელჩი რუსეთში მაიკლ მაკფოლი სოციალურ ქსელში წერს.
”პრიგოჟინმა თავისი ამბოხებით დაამცირა პუტინი. პრიგოჟინის გარდა ყველას ესმოდა, რომ პუტინს საბოლოოდ შურისძიება სურდა. როგორც ჩანს, მან ეს დღეს გააკეთა. მაგრამ თუ მეგობრების მოკვლა მოგიწევთ, ეს ნამდვილად სიძლიერის ნიშანია?” – წერს მაკფოლი.