დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ამერიკის საელჩოს პროექტის „საზაფხულო გამოწვევა კითხვაში“ ფარგლებში, გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს.
აღნიშნული პროექტის მიხედვით, მონაწილეები ვინც 100-დან 500 გვერდამდე ლიტერატურას წაიკითხავდა ვერცხლის სერტიფიკატით, ხოლო 500 გვერდის ზემოთ მკითხველი კი ოქროს სერტიფიკატით დაჯილდოვდებოდა.
გამარჯვებულებს სერტიფიკატები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ და ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორმა ლიკა ბაქანიძემ გადასცეს და წარმატებები უსურვეს.
კონკურსში 84 მოსწავლე იღებდა მონაწილეობას და მათი უმრავლესობა ოქროს სერტიფიკატის მფლობელი გახდა.