დაახლოებით სამი საათია ოზურგეთის რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
მიზეზად, უამინდობისა და თოვლის გამო ელექტროსადენების დაზიანება გამოიწვია.
როგორ”გურიის მოამბეს” ენერგო პრო ჯორჯიაში განუცხადეს, ამ დროისთვის შუქი არ მიეწოდება შემოქმედის, მაკვანეთის, წითელმთისა და მშვიდობაურის მოსახლეობას.
“დაახლოებით 15-16 საათისთვის შეუწყდა ელექტრო ენერგიის მიწოდება აღნიშნულ სოფლებს, ჩვენი ჯგუფები მუშაობენ ადგილებზე. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დროულად აღმოიფხვრას პრობლემა”-გვითხრეს ენერგო კომპანიაში.