პირველი პრეცედენტი საქართველოს ისტორიაში – მმართველი პარტია მისივე რჩეული პრეზიდენტის იმპიჩმენტს იწყებს

პოლიტიკური კონფლიქტი მწვავდება. ქართულმა ოცნებამ გადაწყვეტილება მიიღო და ვა-ბანკზე მიდის. მმართველ პარტიაში იციან, რომ ხმების საკმარისი რაოდენობა არ აქვთ, მაგრამ მაინც წამოიწყეს იმპიჩმენტის პროცედურა. რატომ გადადგა ეს ნაბიჯი ოცნებამ ჯერჯერობით გაუგებარია. ამ ეტაპზე მმართველ პარტიას შეუძლია დაძლიოს ყველა ბარიერი – შეაგროვოს 50 ხელმოწერა პროცესის დასაწყებად, ჰქონდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მხარდაჭერის იმედი, მაგრამ საბოლოოდ პრეზიდენტის გადასაყენებლად საჭირო 100 ხმა პარლამენტში ამ ეტაპზე ვერ გროვდება, თუმცა  საპარლამენტო ისტორიას კარგად ახსოვს სულ ცოტა ხნის წინანდელი ფაქტები, როდესაც ოპოზიციის წევრებს სრულიად მოულოდნელად მხარი დაუჭერიათ ქართული ოცნების გადაწყვეტილებებისთვის.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share