რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსკოვის მთავარმა სამმართველომ რუსული არმიის „დისკრედიტაციისთვის“, რუსეთის სახალხო არტისტის, ლია ახეჯაკოვას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას პროპაგანდისტული TASS სამართალდამცავი ორგანოებიდან, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ივლისის ბოლოს ახეჯაკოვამ გერმანიაში, ბრემენში ითამაშა სპექტაკლში “ჩემი შვილიშვილი ბენიამინი”. სპექტაკლის შემდეგ ის სცენაზე უკრაინის დროშით ავიდა.