კახეთში სოფლების ნაწილი დაისეტყვა.
დასეტყვილია ვენახები და ხეხილის ბაღები, მოგლეჯილია ხეები, გაწყვეტილია ელექტროსადენები და წაქცეულია ელექტრობოძები. ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავები გადახადა.
ახმეტის მერი ალექსი ფიცხელაური აცხადებს, რომ სეტყვამ და ქარიშხალმა ახმეტის სოფლები მნიშვნელოვნად დააზარალა.
“ქარიშხალი იყო თავისი სეტყვით, რამაც დიდი ზიანი მიაყენა სოფელს. ვენახები, ფაქტობრივად, 100%-ით განადგურებულია იმ მონაკვეთში, სადაც ეს სტიქია მოხდა. ასევე, დაგლიჯა 100-წლოვანი ხეები, ელექტოგადამცემი ხაზების ბოძები არის წაქცეული და დამტვრეული, სახლებს სახურავებს გადახადა და ასევე, საჯარო სკოლასაც გადახდილი აქვს ნაწილობრივ სახურავი”, – ამბობს მერი.
მისი თქმით, ზარალის შეფასება დილიდან დაიწყება.