ჩოხატაურში,პოზიციის ადგილობრივ აქტივისტებზე თავდასხმაში მონაწილეებს, რასაც ფიზიკური შეურაცხყოფა მოყვა, ბრალს ხვალ წაუყენებენ.
ამის შესახებ “გურიის მოამბესათვის” ცნობილი ამ წუთებში გახდა.
ოფიციალური ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით 4 ადამიანია დაკავებული.
ჩვენს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, მეხუთე თავდამსხმელის დაკავებასთან დაკავშირებით, შსს ამ დროისთვის არ ადასტურებს.
უცნობია თუ რა მუხლით დაიწყება გამოძიება,
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ამის შესახებ ინფორმაციას უწყება ხვალ გაავრცელებს.
ცნობისათვის, გუშინ,
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატს და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრს, დავით მჟავანაძეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ფიზიკურად ქალაქის ცენტრში, გაუსწორდნენ.
მჟავანაძე ჩოხატაურის საავადმყოფოში, ექსპერტიზაზე იმყოფება.
ინცინდენტი მაშინ მოხდა როცა მჟავანაძე ტანამოაზრეეთან ერთად სკვერში ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ნოდარ დუმბაძის პარკის ნაწილის გასხვისების შესახებ, თანამოაზრეებთან ერთად აპროტესტებდა.
“ნაციონალების” განცხადებით, მას თავს, პარლამენტარ, ვასილ ჩიგოგიძის დაჯგუფება, დაესხა, რომელსაც ადგილობრივი ლაშა გიორგაძე ხელმძღვანელობდა.