გრიგოლ მახარაძე-მუნიციპალიტეტის ეს გადაწყვეტილება საზოგადოებრივ ფუნქციასა და სიკეთეს აუქმებს

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო აპირებენ გაყიდონ დაბა ჩოხატაურის ცენტრალური სკვერის ნაწილი ბანკის (კერძოდ კი საქართველოს ბანკი • Bank of Georgia -ს) ფილიალის ასაშენებლად.
ამ უკუღმართი გადაწყვეტილების გასამართლებლად ასეთი რამ მოუფიქრებიათ: ხეები არ მოიჭრებაო.
სინამდვილეში პარკი, სკვერი და სხვ. ხეების და ბუჩქების ნაკრები კი არაა, არამედ საზოგადოებრივი, საჯარო სივრცეა, საერთო საკუთრება და მას არამხოლოდ სარეკრეაციო ფუნქცია აქვს, არამედ საზოგადოებრივი და პოლიტიკურიც.
მუნიციპალიტეტის ორგანოების ეს გადაწყვეტილება კი სწორედ ამ საზოგადოებრივ ფუნქციასა და სიკეთეს აუქმებს კერძო პირის მოგების სასარგებლოდ.
წერს სამოქალაქო აქტივისტი, გრიგოლ მახარაძე, “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share