ახალი ამბები უკრაინიდან – უკრაინელებს Taurus-ი და ATACMS -ი შორი მანძილის რაკეტები ექნებათ

გერმანიის ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს სურვილი უკრაინისათვის taurus (შორი მანძილის Taurus-ის რაკეტები)  გადაცემაზე.

ანალიტიკოსები ფიქრობენ რომ ეს შორი მანძილის Taurus-ის რაკეტები გერმანიას ცოტა ადრე უნდა გადაეცა რაც გადაიდო, თუმცა ამერიკელების გადაწყვეტილებამ – უკრაინელებისათვის ასევე შორი მანძილის – MGM-140 ATACMS (Army Tactical Missile System, „არმიის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა“) — ამერიკული კომპანია Lockheed Martin-ის წარმოების ხმელეთი-ხმელეთი ტიპის ტაქტიკურ-ბალისტიკური რაკეტა. მისი მოქმედების რადიუსი 310 კილომეტრია – ATACMS ის გადაცემა ეს საკიტხი დააჩქარა

ამერიკის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა, თეთრ სახლში გამოსვლისას თქვა, რომ ნატოს გაფართოება პირდაპირ კავშირშია პუტინის თავხედურ ნაბიჯებთან

ამერიკის ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა სანქცირების ჯგუფმა კიდევ ხუთი რუსული კომპანია და რამდენიმე ფიზიკური პირი დაასანქცირეს ირანულ დრონ Shahed თან კავშირების გამო

ევროკავშირმა მათ ტერიტორიაზე მყოფი უკრაინელების დროებითი დაცვის პროგრამა 2025 წლამდე გაახანგრძლივა

ჩეხეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ზებგერითი ბომბდამშენების F-35 შეძენის შესახებ-ეს საშუალებას მისცემს ჩეხეთს დღეისათვის მის არსენალში არსებული უფრო მეტი ბომბდამშენი გადასცეს უკრაინას

პოლონეთმა ამერიკულ კონსორციუმთან გააფორმა ხელშეკრულება რომელიც ამ ქვეყანაში პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტირებას ითვალისწინებს. ის პომერანიაში – პოლონეთის ჩრდილო-დასავლეთში განთავსდება, მისი მშენებლობა 2026 წელს დაიწყება და 2033 წელს დამთავრდება

ისრაელს ამერიკამ უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნების სტატუსი მიანიჭა = რამდენიმე დღეში ამ ორ ქვეყანას შორის ეს უვიზო რეჟიმი ამოქმედდება

უკრაინისათვის F -16 მიწოდება 2024 წლიდან დაიწყება-ამის შესახებ განცხადება ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, კაისა ოლლოგრენმა გააკეთა

ამასობაში შვეიცარია უკრაინას 25 Леопард-2 ს გადასცემს

ნორვეგია კი ჰუმანიტარული დახმარების მიზნით ომში მყოფ ქვეყანას 1 მილიარდ ნორვეგიულ კრონს გამოუყოფს

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share