სირცხვილია უსინდისოდ და უსამართლოდ ფულის კეთება – ამის შესახებ ფოტოჟურნალისტი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში წერს:
„ჩემი დაკვირვებით საქართველოში ძალიან დამახინჯებულია საფასო პოლიტიკა და არ შეესაბამება შემოსავლებს, გადასახადებს, დოლარი-ევროს კურსს იმის მიუხედავად, რომ წლებია იმპორტი ექსპოტს ნახევარზე მეტად აჭარბებს.
ეს ეხება როგორც სასურსათო ფასებს, ისე მომსახურებას, უძრავი ქონების ქირა-იჯარას, ინტერნეტს, ტრანსპორტს, სამშენებლო მასალებს, სარესტორნო საქმეს, მკურნალობასა და მედიკამენტებს, დაზღვევას, ტანსაცმელსა და ასე შემდეგ.
ოჯახები ვერ ახერხებენ ღირსეულად ცხოვრებას.
პირადად შევადარე არაერთი საკვებისა და ტანსაცმლის ფასი უცხოეთსა და საქართველოში, მაგალითად მოვიყვან თურქეთსა და გერმანიას და ჩვენთვის შეუფერებლად დიდი სხვაობაა.
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ფასები გარიგებულია სექტორის მოთამაშეებთან და სიიაფე მხოლოდ თვალთმაქცური კომერციული აქციებით ( ვითომ ფასდაკლება, პაკეტები, ქულების დაგროვება, საფირმო ბარათების შემოღება და ა.შ.) არის შენიღბული.
ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მომხმარებელი საკმარისად არ არის დაცული სახელმწიფოსგან და გამკლავება უჭირს ველურ, მონოპოლიურად განწყობილ საბაზრო კანონებთან.
ბაზარი ფასებს მხოლდო მაშინ არეგულირებს, როცა ქცევა სამართლიანია.
ეს ქცევა კი, არც შემოსავლებს შეესაბამება, არც ეკონომიკის განავითარებს.
სირცხვილია უსინდისოდ და უსამართლოდ ფულის კეთება“ – წერს ჩანადირი.