20 ქართველი მეცნიერი, რომლებიც მსოფლიოს წამყვან ლაბორატორიებში და უნივერსიტეტებში მუშაობენ

მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­სა და ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­ში უამ­რა­ვი ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რი საქ­მი­ა­ნობს. სა­ქარ­თვე­ლომ ბევ­რის სა­ხე­ლი და გვა­რი მხო­ლოდ მას შემ­დეგ გა­ი­გო, რაც კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მია და­ი­წყო და ქვე­ყა­ნას მათი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი თუ პრაქ­ტი­კუ­ლი ცოდ­ნის გა­ზი­ა­რე­ბა დას­ჭირ­და.

AMBEBI.GE წარ­მო­გიდ­გენთ 20 ქარ­თველ მეც­ნი­ერს, რომ­ლე­ბიც მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში სა­მეც­ნი­ე­რო წრე­ებ­ში კარ­გად ცნო­ბილ­ნი არი­ან და მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­ექ­ტებ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ:

  • გი­ორ­გი ბა­ბუ­ა­ძე

კა­ნა­და­ში, ლა­ვა­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მუ­შა­ობ­და. დოქ­ტო­რან­ტი მო­ლე­კუ­ლუ­რი ვირუ­სო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით, 2017 წლი­დან დნმ-ის სხვა­დას­ხვა ტი­პის ვაქ­ცი­ნა­ზე მუ­შა­ობ­და.

ბა­ბუ­ა­ძე კა­ნა­და­ში მეც­ნი­ერ­თა იმ ჯგუ­ფის ერთ-ერთი წევ­რი იყო, რო­მელ­მაც სწო­რედ ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ერთ-ერთი ვაქ­ცი­ნის შექ­მნა­ზე იმუ­შა­ვა. ამ ტი­პის ვაქ­ცი­ნა ორ­გა­ნიზ­მში ცო­ცხა­ლი ვირუ­სის ან ან­ტი­ვირუ­სის შეყ­ვა­ნას არ სა­ჭი­რო­ებს, არა­მედ, დნმ პლატ­ფორ­მის მეშ­ვე­ო­ბით, ვირუ­სის ან­ტი­გე­ნის შეყ­ვა­ნის მე­ქა­ნიზ­მია. გი­ორ­გი ბა­ბუ­ა­ძე 2020 წლის ივ­ნი­სი­დან ტო­რონ­ტო­ში, სა­ნიბ­რუ­კის ჯან­მრთე­ლო­ბის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ცენ­ტრის ბი­ო­ლო­გი­ურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტში მუ­შა­ობს.

  • მა­მუ­კა მა­ჩა­ი­ძე

ქარ­თვე­ლი ფი­ზი­კო­სი და ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად აშშ-ში ცხოვ­რობს და მუ­შა­ობს. ჯონ ჰო­პ­კინ­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ექი­მი-ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით ცნო­ბი­ლი გახ­და კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში.

ის ხში­რად აქ­ვეყ­ნებს კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­სა­ხებ სა­მეც­ნი­ე­რო მი­მო­ხილ­ვას და და­ინ­ფი­ცი­რე­ბის თა­ვი­დან ასა­რი­დებ­ლად სა­ზო­გა­დო­ე­ბას რჩე­ვებს სთა­ვა­ზობს. მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი სწო­რედ კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბულ კვლე­ვებ­ში იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს ემო­რის და ნიუ-იორ­კის უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი.

  • გოჩა ხე­ლაშ­ვი­ლი

სხი­ვუ­რი თე­რა­პი­ის სა­მე­დი­ცი­ნო ფი­ზი­კო­სი, ფი­ზი­კის აკა­დე­მი­უ­რი დოქ­ტო­რია, რო­მე­ლიც უკვე 25 წე­ლია, აშშ-ში მოღ­ვა­წე­ობს. არის სა­მე­დი­ცი­ნო ფი­ზი­კო­სი ჩი­კა­გო­ში, ერთ-ერთ უმ­სხვი­ლეს სა­მე­დი­ცი­ნო აკე­დე­მი­ურ ცენ­ტრში.

ამას­თან, მისი ჩარ­თუ­ლო­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა სხი­ვუ­რი თე­რა­პი­ის კურ­სის და­გეგ­მა­რე­ბა ონ­კო­ლო­გი­ის ცენ­ტრში. გოჩა ხე­ლაშ­ვილს ფი­ზი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით ჯონ ჰო­პ­კინ­სის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი, დოქ­ტო­რის აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხი კი ილი­ნო­ი­სის ტექ­ნო­ლო­გი­ურ ინ­სტი­ტუ­ტში მი­ი­ღო.

  • სო­ფია ადა­მია

აშშ-ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი დოქ­ტო­რი საქ­მი­ა­ნობს დან-ფარ­ბე­რის კი­ბოს ინ­სტი­ტუტ­სა და ჰარ­ვარ­დის სა­მე­დი­ცი­ნო სკო­ლა­ში.

მისი კვლე­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბია: ონ­კო­ლო­გია, ჰე­მა­ტო­ლო­გი­უ­რი ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე­ე­ბი (ლე­ი­კე­მია, მი­ე­ლო­მა), ადა­მი­ა­ნის გე­ნე­ტი­კა, მო­ლე­კუ­ლუ­რი ბი­ო­ლო­გია. სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რის ყვე­ლა­ზე დიდ ონ­ლა­ინ-ბიბ­ლი­ო­თე­კა Google Scholar-ზე მისი 140 პუბ­ლი­კა­ცია იძებ­ნე­ბა.

  • თენ­გიზ გლო­ვე­ლი

გერ­მა­ნი­ა­ში სა­მუ­შა­ოდ 1992 წელს წა­ვი­და – ის ბერ­ლი­ნის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ჰოს­პიტ­ლის Charité-ს ნე­ირო­ფი­ზი­ო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის პრო­ფე­სო­რია, ასე­ვე, ბერ­ლი­ნის ჰუმ­ბოლ­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მე­დი­ცი­ნო ფა­კულ­ტე­ტის ნე­ირო­ფი­ზი­ო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

ნერ­ვუ­ლი ქსე­ლის ფი­ზი­ო­ლო­გი­ის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი თა­ვის ტვი­ნის ნორ­მა­ლუ­რი და პა­თო­ლო­გი­უ­რი აქ­ტი­ვო­ბის მე­ქა­ნიზ­მებს იკ­ვლევს.

  • მე­რაბ კო­კა­ია

პრო­ფე­სი­ით ფი­ზი­ო­ლო­გი, წლე­ბია შვე­დეთ­ში საქ­მი­ა­ნობს. ის დღეს­დღე­ო­ბით არის: ვა­ლენ­ბერ­გის ნევ­რო­ლო­გი­ის ცენ­ტრის ეპი­ლეფ­სი­ის კვლე­ვი­თი ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი; 1998 წლი­დან – ლუნ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დო­ცენ­ტი ექ­სპე­რი­მენ­ტულ ნევ­რო­ლო­გი­ა­ში; 2008 წლი­დან – პრო­ფე­სო­რი; 2011-დან – ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მოწ­ვე­უ­ლი პრო­ფე­სო­რი; 2013-დან – ეპი­ლეფ­სი­ის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი;

მე­რაბ კო­კა­ი­ას სხვა­დას­ხვა სა­მეც­ნი­ე­რო ჟურ­ნალ­ში 120-ზე მეტი პუბ­ლი­კა­ცია აქვს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი. ლა­ბო­რა­ტო­რია, რო­მელ­საც ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რი ხელ­მძღვა­ნე­ლობს, კვლე­ვებს ატა­რებს ნევ­რო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის, კერ­ძოდ, ეპი­ლეფ­სი­ის მკურ­ნა­ლო­ბის ახალ მე­თო­დებ­ზე. ლუნ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რია მე­რაბ კო­კა­ი­ას უმ­ცრო­სი ძმა, ზაალ კო­კა­ი­აც. 2010 წლი­დან ის შვე­დე­თის მთავ­რო­ბის მიერ და­ფი­ნან­სე­ბულ ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბი­სა და უჯრე­დუ­ლი თე­რა­პი­ის სტრა­ტე­გი­ულ კვლე­ვით დარ­გს ხელ­მძღვა­ნე­ლობს.

  • თა­მარ პა­ზი­აშ­ვი­ლი

სტენ­ფორ­დი­სა და კა­ლი­ფორ­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის პრო­ფე­სო­რია. რამ­დე­ნი­მე წლის წინ ეპი­ლეფ­სი­ის კვლე­ვის სა­კი­თხებ­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლის­თვის Michael Prize-ის ჯილ­დო გა­და­ე­ცა აღ­მო­ჩე­ნის­თვის, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც მღრღნე­ლებს ოპ­ტო­გე­ნე­ტი­კის (ნერ­ვუ­ლი უჯრე­დე­ბის გა­მოკ­ვლე­ვის ერთ-ერთი მე­თო­დი, რო­მე­ლიც შედ­გე­ბა მას­ში მემ­ბრა­ნე­ბის მო­თავ­სე­ბით სპე­ცი­ა­ლუ­რი გზე­ბით “ოპ­სი­ნე­ბით”) დახ­მა­რე­ბით ეპი­ლეფ­სი­უ­რი კრუნ­ჩხვე­ბი უწყდე­ბათ.

პა­ზი­აშ­ვილ­მა, ასე­ვე, აღ­მო­ა­ჩი­ნა ნე­ი­რო­ნე­ბის წრე­დი, რო­მელ­საც კრუნ­ჩხვე­ბის შე­ჩე­რე­ბა შე­უძ­ლია. ის 33 წლის ასაკ­ში სან-ფრან­ცის­კო­სა და სტენ­ფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ასის­ტენტ-პრო­ფე­სო­რი გახ­და და გლადსტო­უ­ნის ინ­სტი­ტუტ­მა ლა­ბო­რა­ტო­რი­ის გახ­სნა შეს­თა­ვა­ზა, რო­მელ­საც მისი სა­ხე­ლი და­ერ­ქვა (Paz Lab). აღ­ნიშ­ნულ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ადა­მი­ა­ნის ტვინ­სა და ტვი­ნის პრობ­ლე­მებს იკ­ვლე­ვენ.

 

  • ალექ­სან­დრე ესა­ძე

ჰო­პ­კინ­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ერთ-ერ­თია მეც­ნი­ერ­თა ჯგუფ­ში, რო­მე­ლიც შიდსის მკურ­ნა­ლო­ბის უახ­ლეს მე­თოდ­ზე მუ­შა­ობს.

ახალ­გაზ­რდა მეც­ნი­ერ­მა სა­მე­დი­ცი­ნო-სა­მეც­ნი­ე­რო საქ­მი­ა­ნო­ბა 2008 წელს ტე­ხა­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და­ი­წყო. მისი საკ­ვლე­ვი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბია: დნმ-ის აღ­დგე­ნა, დნმ-ის გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი სკა­ნი­რე­ბა, იმუ­ნო­ლო­გია/ვირუ­სო­ლო­გია/უჯრე­დის ბი­ო­ლო­გია. Google Scholar-ზე ალექ­სან­დრე ესა­ძის 32 ნაშ­რო­მის მო­ძი­ე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

 

  • გია დვა­ლი

მისი სა­ხე­ლი და გვა­რი სხვა მეც­ნი­ე­რებ­თან შე­და­რე­ბით ყვე­ლა­ზე კარ­გად ნაც­ნო­ბია ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის. დვა­ლი ევ­რო­პის ბირ­თვუ­ლი კვლე­ვე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რია CERN-ში მიმ­დი­ნა­რე დიდი ად­რო­ნუ­ლი კო­ლა­ი­დე­რის ექ­სპე­რი­მენ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, რაც დიდი აფეთ­ქე­ბის თე­ო­რი­ის ექ­სპე­რი­მენ­ტულ მო­დე­ლი­რე­ბას გუ­ლის­ხმობს. სწო­რედ მას­შტა­ბუ­რი კვლე­ვე­ბი­სა და რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი თე­ო­რი­ე­ბის გამო ქარ­თვე­ლი ფი­ზი­კო­სი პრეს­ტი­ჟუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი გახ­და.

ამას­თან, დვა­ლი მი­უნ­ხე­ნის მაქს პლან­კის ინ­სტი­ტუ­ტის სა­მეც­ნი­ე­რო დი­რექ­ტო­რი და ასე­ვე, ნიუ-იორ­კის სა­მეც­ნი­ე­რო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რია თე­ო­რი­ულ ფი­ზი­კა­ში. ძი­რი­თა­დად, მუ­შა­ობს ელე­მენ­ტა­რუ­ლი ნა­წი­ლა­კე­ბის ფი­ზი­კის გან­ხრით. გია დვა­ლის ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი გერ­მა­ნი­ის სა­მეც­ნი­ე­რო ინ­სტი­ტუტ­მა სამ­მი­ლი­ონ-ნა­ხე­ვა­რი ევ­რო­თი და­ა­ფი­ნან­სა.

  • ვლა­დი­მერ პა­პი­ტაშ­ვი­ლი

ის ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი მეც­ნი­ე­რია ან­ტარ­ქტი­დის კონ­ტი­ნენტზე.1990 წლი­დან აშშ-ში საქ­მი­ა­ნობს. პა­პი­ტაშ­ვი­ლი ამუნდსენ-სკო­ტის სამ­ხრეთ პო­ლუ­სის სად­გუ­რის მთა­ვა­რი მეც­ნი­ე­რია, ან­ტარ­ქტი­დის კონ­ტი­ნენტზე ამე­რი­კულ სა­მეც­ნი­ე­რო პროგ­რა­მას ხელ­მძღვა­ნე­ლობს და დე­და­მი­წის სამ­ხრეთ პო­ლუს­ზე კვლე­ვებს ატა­რებს.

დე­და­მი­წის ყვე­ლა­ზე ცივ კონ­ტი­ნენტზე მდე­ბა­რე ამე­რი­კულ სად­გურ­ში მკვლე­ვა­რე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რი აპა­რა­ტით თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იკ­ვლე­ვენ 2000 მ სიღ­რმე­ზე გა­ბურ­ღულ ყი­ნულს. ქარ­თვე­ლი ფი­ზი­კო­სი და მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი მი­ჩი­გა­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ლექ­ცი­ებს კი­თხუ­ლობს.

  • ლერი და­თაშ­ვი­ლი

20 წე­ლია, გერ­მა­ნი­ა­ში, მი­უნ­ხენ­ში ცხოვ­რობს და მი­უნ­ხე­ნის აე­რო­კოს­მო­სურ ინ­სტი­ტუ­ტში საქ­მი­ა­ნობს. ის ერთ-ერთი იყო ქარ­თველ კონ­სტრუქ­ტორ­თა შო­რის, რო­მელ­თაც პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი კოს­მო­სუ­რი ან­ტე­ნა და­ამ­ზა­დეს – მეც­ნი­ე­რი პირ­ვე­ლი კოს­მო­სუ­რი ან­ტე­ნის პულტზე მუ­შა­ობ­და.

ახორ­ცი­ე­ლებს ევ­რო­პის კოს­მო­სუ­რი სა­ა­გენ­ტოს პრო­ექ­ტებს და ამას­თან, არის პრო­ფე­სო­რი მი­უნ­ხე­ნის ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სამ­შე­ნებ­ლო ფა­კულ­ტე­ტი. გარ­და ამი­სა, ლერი და­თაშ­ვი­ლი გერ­მა­ნი­ა­ში ქარ­თველ­თა სათ­ვის­ტო­მოს თავ­მჯდო­მა­რეა.

  • თე­ი­მუ­რაზ ლომ­თა­ძე

25 წე­ლი­წად­ზე მე­ტია, იტა­ლი­ის ბირ­თვუ­ლი ფი­ზი­კის ეროვ­ნუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის პი­ზის დე­პარ­ტა­მენ­ტის ფი­ზი­კოს-ექ­სპე­რი­მენ­ტა­ტო­რია.

ამას­თან, არის CERN-ის ექ­სპე­რი­მენ­ტის: კომ­პაქ­ტუ­რი მი­ო­ნუ­რი სო­ლე­ნო­ი­დის დე­ტექ­ტო­რის წევ­რი. ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორს 2019 წელს იტა­ლი­ის ელჩმა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ან­ტო­ნიო ბარ­ტო­ლიმ მას იტა­ლი­ის ვარ­სკვლა­ვის კა­ვა­ლე­რის ორ­დე­ნი გა­დას­ცა, რო­მე­ლიც ქარ­თველ მეც­ნი­ერს იტა­ლი­ის რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტმა სერ­ჯო მა­ტა­რე­ლამ მი­ა­ნი­ჭა.

  • არ­ჩილ კო­ბა­ხი­ძე

ავ­სტრა­ლი­ა­ში, სიდ­ნე­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში თე­ო­რი­უ­ლი ფი­ზი­კის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რია 2012 წლი­დან. მა­ნამ­დე იყო ჰელ­სინ­კის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მკვლე­ვა­რი, ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ობ­და კვლე­ვებ­ში აშშ-ში – ჩრდი­ლო­ეთ კა­რო­ლი­ნას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და მელ­ბურ­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში.

მისი კვლე­ვე­ბი მო­ი­ცავს შემ­დეგ მი­მარ­თუ­ლე­ბებს: თე­ო­რი­უ­ლი ნა­წი­ლა­კე­ბის ფი­ზი­კა, გრა­ვი­ტა­ცია და კოს­მო­ლო­გია. Google Scholar-ზე კო­ბა­ხი­ძის 144 ნაშ­რომს ვხვდე­ბით.

 

  • ვახ­ტანგ ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლი

ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, CERN-ის ასო­ცი­რე­ბუ­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი და ლან­კას­ტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რია. მეც­ნი­ე­რი წარ­მა­ტე­ბით უთავ­სებს ერ­თმა­ნეთს პე­და­გო­გი­ურ და კვლე­ვით მოღ­ვა­წე­ო­ბას.

სპე­ცი­ა­ლო­ბით თე­ო­რე­ტი­კოს­მა ფი­ზი­კოს­მა მან­ჩეს­ტე­რის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ლექ­ტო­რის პო­ზი­ცი­ა­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 25 წლის წინ და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. ის ასე­ვე ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი ჯგუ­ფე­ბის­თვის მუ­შა­ობ­და და მათი და­ვა­ლე­ბით სწავ­ლობ­და დე­ტექ­ტო­რის ეფექ­ტებს. ვახ­ტანგ ქარ­თვე­ლიშ­ვილ­მა თა­ვი­სი მე­თო­დი შე­ი­მუ­შა­ვა, მისი ნაშ­რო­მი 1996 წელს გა­მოქ­ვეყ­ნდა და ამ­ჟა­მად 100-ზე მეტ ანა­ლიზ­შია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია.

ფი­ზი­კო­სი CERN-თან (ატო­მუ­რი ფი­ზი­კის ევ­რო­პუ­ლი ცენ­ტრი) თა­ნამ­შრომ­ლობს: რო­გორც მან­ჩეს­ტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ექ­სპე­რი­მენ­ტა­ტო­რი ჯგუ­ფის წევ­რი, იგი მუ­შა­ობ­და CERN-ის წინა ამაჩ­ქა­რე­ბე­ლის ერთ-ერთი ექ­სპე­რი­მენ­ტში – OPMM; ასე­ვე,“ატ­ლა­სის“ ექ­სპე­რი­მენ­ტში და რამ­დე­ნი­მე ანა­ლიზ­ში კვარ­კო­ლი­უ­მის ფი­ზი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ვახ­ტანგ ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლის პირ­ვე­ლი კონ­ტაქ­ტე­ბი CERN-თან მოს­კოვ­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდს უკავ­შირ­დე­ბა, რო­დე­საც იგი ას­პი­რან­ტუ­რა­ზე სწავ­ლობ­და.

 

  • ია იაშ­ვი­ლი

ფი­ზი­კის დოქ­ტო­რი და პრო­ფე­სო­რი ნიუ-იორ­კის სა­ხელ­მწი­ფო (ბუ­ფა­ლოს) უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. იაშ­ვილ­მა სა­დოქ­ტო­რო დი­სერ­ტა­ცია ბერ­ლინ­ში, ჰუმ­ბოლ­ტის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და­იც­ვა. მისი კვლე­ვის სფე­როა მა­ღა­ლი ენერ­გი­ის ფი­ზი­კა, მის სპე­ცი­ა­ლო­ბა­ში შე­დის: ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი მა­ღა­ლი ენერ­გი­ის ფი­ზი­კა და ნა­წი­ლა­კე­ბის ფი­ზი­კა.

ია იაშ­ვი­ლი და ავთო ხარ­ჩი­ლა­ვა

 

  • ავთო ხარ­ჩი­ლა­ვა

ბუ­ფა­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ზი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტში კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი დოქ­ტო­რი საქ­მი­ა­ნობს, რომ­ლის კვლე­ვის არე­ა­ლიც მა­ღა­ლი ენერ­გი­ის ექპე­რი­მენ­ტე­ბია. რო­გორც იაშ­ვი­ლი, ასე­ვე ხარ­ჩი­ლა­ვა თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ CERN-თან.

  • ზუ­რაბ გუ­გუ­ჩია

დოქ­ტო­რი ფი­ზი­კის დარ­გში შვე­ი­ცა­რი­ის ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი სა­მეც­ნი­ე­რო ცენ­ტრის – პოლ შე­რე­რის კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტის უფ­რო­სი მეც­ნი­ე­რი და მა­ღა­ლი ვე­ლის მი­უ­ო­ნის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რია. პა­რა­ლე­ლუ­რად მიწ­ვე­უ­ლი მეც­ნი­ე­რია პრინ­სტო­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში.

2016-2018 წლებ­ში მუ­შა­ობ­და ნიუ-იორკში, კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში პოსტდოქ­ტო­რის პო­ზი­ცი­ა­ზე. ზუ­რაბ გუ­გუ­ჩი­ას კვლე­ვე­ბი შემ­დეგ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე ფო­კუ­სირ­დე­ბა: მა­ღალ­ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი ზე­გამ­ტა­რო­ბის მე­ქა­ნიზ­მის დად­გე­ნა, ახა­ლი თვი­სე­ბე­ბის მქო­ნე ტო­პო­ლო­გი­უ­რი ზე­გამ­ტა­რე­ბის და მაგ­ნი­ტე­ბის შეს­წავ­ლა და ახა­ლი ტი­პის მაგ­ნი­ტუ­რი ნა­ხე­ვარ­გამ­ტა­რე­ბის შექ­მნა.

ჯერ მხო­ლოდ 33 წლის ქარ­თველ­მა მეც­ნი­ერ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა სრუ­ლი­ად ახა­ლი ტი­პის მაგ­ნი­ტუ­რი ნა­ხე­ვარ­გამ­ტა­რე­ბი. ამას­თან, მის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა პრინ­ცი­პუ­ლად ახა­ლი თვი­სე­ბე­ბის მქო­ნე ე.წ. ტო­პო­ლო­გი­უ­რი (ვე­ი­ლის) ზე­გამ­ტა­რუ­ლი და მაგ­ნი­ტუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის მიკ­როს­კო­პულ დო­ნე­ზე შეს­წავ­ლა მი­უ­ო­ნის სპი­ნის ბრუნ­ვის მე­თო­დით. Google Scholar-ზე გუ­გუ­ჩი­ას 166 ნაშ­რო­მი იძებ­ნე­ბა.

  • ეს­ტა­ტე ხმა­ლა­ძე

ვე­ლინგტონ­ში, ახალ ზე­ლან­დი­ა­ში საქ­მი­ა­ნობს და ვე­ლინგტო­ნის ვიქ­ტო­რი­ას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მუ­შა­ობს. ის სტა­ტის­ტი­კო­სია და ყვე­ლა­ზე მე­ტად ცნო­ბი­ლია თა­ვი­სი – “ხმა­ლა­ძის ტრანსფორ­მა­ცი­ით” სფე­რო­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლით. ხმა­ლა­ძე თბი­ლი­სი­დან სიდ­ნე­ი­ში, ავ­სტრა­ლი­ა­ში 1996 წელს, შემ­დეგ კი ვე­ლინგტონ­ში, ახალ ზე­ლან­დი­ა­ში გა­და­ვი­და, სა­დაც 2002 წელს სტა­ტის­ტი­კის პრო­ფეს­ო­რად და­ი­ნიშ­ნა.

ხმა­ლა­ძის შე­მოქ­მე­დე­ბის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნი­შა­ნი ერ­თმა­ნე­თის­გან და­შო­რე­ბულ ანა­ლი­ტი­კურ თე­მებს შო­რის კავ­ში­რის ძი­ე­ბაა. მისი მა­თე­მა­ტი­კუ­რი კვლე­ვის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი ემ­პი­რი­ულ პრო­ცე­სებ­სა და სტა­ტის­ტი­კუ­რი ჰი­პო­თე­ზის შე­მოწ­მე­ბის დროს გა­ნა­წი­ლე­ბის­გან თა­ვი­სუ­ფალ მე­თო­დებ­ზეა კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი.

ეს­ტა­ტე ხმა­ლა­ძე მუ­შა­ობს შემ­დე­გი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით: სტა­ტის­ტი­კის გა­მო­ყე­ნე­ბა, ციტო-გე­ნე­ტი­კა, ფი­ზი­ო­ლო­გია, დე­მოგ­რა­ფია და და­ზღვე­ვა, ტექ­სტე­ბის სტა­ტის­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზი, ეკო­ნო­მი­კი­სა და ფი­ნან­სე­ბის სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მე­ბი.

 

  • თე­ი­მუ­რაზ ფი­რაშ­ვი­ლი

ქარ­თვე­ლი მა­თე­მა­ტი­კო­სია, რო­მე­ლიც 2006 წლი­დან დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, ლეს­ტე­რის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მუ­შა­ობს – ჯერ ლექ­ტო­რად, 2007 წლის შემ­დეგ კი – პრო­ფეს­ო­რად. ის 1999 წელს ჰუმ­ბოლ­ტის სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი გახ­და.

გარ­და ამი­სა, არის საფ­რან­გე­თის რიგი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის (სტრას­ბურ­გი, ნიცა, ნან­ტი, მონ­პე­ლიე, პა­რი­ზი) სა­დოქ­ტო­რო დი­სერ­ტა­ცი­ე­ბის ჟი­უ­რის წევ­რი. ფი­რაშ­ვი­ლი 80-ზე მეტი ნაშ­რო­მის ავ­ტო­რია. ამას­თან, არის ჟურ­ნალ “Extracta Mathematicae” სა­რე­დაქ­ციო კო­ლე­გი­ის წევ­რი. მეც­ნი­ე­რი მო­ნა­წი­ლე­ობს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ე­რო ფო­რუ­მებ­ში, რო­გორც მომხსე­ნე­ბე­ლი, ასე­ვე, რო­გორც თა­ნა­ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი.

 

  • ქე­თე­ვან მა­მი­სე­იშ­ვი­ლი

და­ახ­ლო­ე­ბით 20 წე­ლია, აშშ-ში ცხოვ­რობს. ის აკა­დე­მი­უ­რი და სტუ­დენ­ტუ­რი სა­კი­თხე­ბის ასო­ცი­რე­ბუ­ლი დე­კა­ნი და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ფე­სო­რია არ­კან­ზა­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­ნათ­ლე­ბი­სა და ჯან­დაც­ვის კო­ლე­ჯში. მა­გის­ტრის ხა­რის­ხი მო­ი­პო­ვა აშშ-ში, მი­სუ­რის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლი­დე­რო­ბი­სა და პო­ლი­ტი­კის ანა­ლი­ზის სფე­რო­ში.

2008 წლი­დან მუ­შა­ობს არ­კან­ზა­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სხვა­დას­ხვა პო­ზი­ცი­ა­ზე, მათ შო­რის, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის, ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლად. ქე­თე­ვან მა­მი­სე­იშ­ვილს არა­ერ­თი სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მი აქვს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი წამ­ყვან ჟურ­ნა­ლებ­ში. ამას­თან, არის ორი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ის მი­მომ­ხილ­ვე­ლი და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის ერთ-ერთი სხდო­მის თავ­ჯდო­მა­რე.

ავტორი: ეკა აბაშიძე

ambebi.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share